logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ყველაზე მტკივნეულად გასახსენებელია საზოგადოების სიჩუმის ხარისხი, როცა გიჟს ჰქონდა ამ ქვეყანაში დოღი გამართული!
- +

3 ოქტომბერი. 2016. 23:16

 

 

„ჩემთვის უფრო მტკივნეული გახლდათ ჩვენ ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე ვიღაც უპასუხისმგებლო ბიჭების გალაშქრება; მათი დიდი მცდელობა იმისა, რომ ყველაფერი ქართული განადგურებულიყო, ქართული სული ჩაკლულიყო",- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს ყველაზე მტკივნეული საზოგადოების სიჩუმე იყო.


„ყველაზე მტკივნეული კიდევ იყო ის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ყველაზე უუფლებონი საკუთარ სამშობლოში, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი... მე არ ვსაუბრობ ჩემ დაპატიმრებაზე, ჩემ საკუთარ ტკივილსა თუ განცდებზე - მე და ჩემმა ოჯახმა ეს ყველაფერი მივიღეთ ისე, როგორც ამ ცხოვრების კიდევ ერთი გამოწვევა, განსაცდელი, რომელიც ღირსეულად გადავლახეთ... ყველაზე მტკივნეულად გასახსენებელია საზოგადოების სიჩუმის ხარისხი, როცა გიჟს ჰქონდა ამ ქვეყანაში დოღი გამართული!",- განაცხადა კობალაძემ.




 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner