პოლიტიკურ რეიტინგებზე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა.
„სწორედ ამ გაბერილი და „გადიდებული" ციფრების შემოტანა ქართულ საზოგადოებაში და ამ თემაზე დისკუსიის ინიცირება, განსაკუთრებით „რუსთავი 2"-ის მიერ და მისი კვლევითი ორგანიზაციის მიერ - კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია, რა გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას" - რომ არჩევნები გამოაცხადოს არალეგიტიმურად და გაყალბებულად", - განაცხადა ვოლსკიმ „იმედის" ეთერში.