„სწორედ 2012 წელს, მთელმა ერმა ჩვენი სამშობლო საკუთრებაში დავიბრუნეთ, რისი სულისჩამდგმელი, განმახორციელებელი უდავოდ ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. ყოველთვის გავურბივარ ვინმეს ხმამაღლა ქებას, არც ვინმეს გაკერპება მახასიათებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სიმართლე უნდა ითქვას - არ შეიძლება და დიდი უმადურობაა, ადამიანს ამხელა დამსახურება, ღვაწლი დაუკარგო",- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ ექს-პრემიერის ბიძია ივანიშვილის შესახებ ისაუბრა.
როგორც კობალაძემ აღნიშნა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფიილ ხელისუფლებას არა აგრესიით არამედ მშვიდობიანი გზით დაუპირისპირდა, რასაც კობალაძე „ქართული ოცნების" ყველაზე დიდ მონაპოვარად მიიჩნევს.
„ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ემოციურობის, წარსული შეცდომების არაერთგზის გაუთვალისწინებლობის მიუხედავად, კოალიციამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა შემოგვთავაზა. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური ძალის ყველაზე დიდი მონაპოვარი - ის ყოფილ ხელისუფლებას დაუპირისპირდა არა აგრესიით, ტყვიის თუ ქვის სროლით, არამედ მშვიდობიანად. მიზნობრივად და გეგმაზომიერად, ერისა და ბერის კონსოლიდირებით თითოეულმა მართლა დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლო. წინა რეჟიმის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, ცხოვრების წესი გამოიხატებოდა მის წიაღში არსებული რაღაც კასტის მიერ „შექმნილი" ფასადური დემოკრატიით, ფასადური ეკონომიკური აღორძინებით, „ქვეყნის მთლიანობით", რამაც ქვეყანა, სინამდვილეში, რღვევამდე მიიყვანა და სწორედ 2012 წელს, მთელმა ერმა ჩვენი სამშობლო საკუთრებაში დავიბრუნეთ, რისი სულისჩამდგმელი, განმახორციელებელი უდავოდ ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. ყოველთვის გავურბივარ ვინმეს ხმამაღლა ქებას, არც ვინმეს გაკერპება მახასიათებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სიმართლე უნდა ითქვას - არ შეიძლება და დიდი უმადურობაა, ადამიანს ამხელა დამსახურება, ღვაწლი დაუკარგო. ადამიანმა, რომელმაც ქვეყანაში რამდენიმე მილიარდი ქველმოქმედებას მოახმარა! უამრავ სიკეთესთან ერთად, ექვსასამდე ტაძარი აღადგინა და ვუსურვებ, ნებისმიერ ამ სალოცავში აღვლენილი ლოცვა შეეწიოს მას და მის ოჯახს და სრულიად საქართველოს",- განაცხადა კობალაძემ.