logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რევოლუციური სცენარიც აღარ გამოსდით და „აჭრილები“ არიან
- +

3 ოქტომბერი. 2016. 23:32



ნაციონალურ მოძრაობას" ავანტიურისტული გეგმა აქვს!", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.


მისი თქმით, ხელისუფლება სიტუაციას ფლობს და არავის მიეცემა საშუალება ქვეყანაში არეულობა მოაწყოს.


მათი გათვლა ასეთია - ჯერ კვლევის შედეგები გამოაქვეყნონ, მერე ეგზიტპოლები და როცა ცესკო-მიერ ოფიციალური შედეგები დაიდება, რაც გაყალბებული შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, თქვან, რომ არჩევნები გაყალბდა და დესტაბილიზაცია მოაწყონ. მათ გეგმას განხორციელება არ უწერია, რადგან ხელისუფლება სიტუაციას ფლობს. არავის ექნება საშუალება, პოლიტიკურ პროცესში არეულობა შეიტანოს", - განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ „რუსთავი 2"-სა და „ნაციონალურ მოძრაობაში" სრული ქაოსია.


ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ „რუსთავი 2"-სა და „ნაციონალურ მოძრაობაში" სრული ქაოსია, რადგან არჩევნებს ძალიან მძიმედ აგებენ, რევოლუციური სცენარიც აღარ გამოსდით და ამის გამო აჭრილები არიან. ეს პოლიტიკური ძალა აბსოლუტურად მარგინალიზებულია, რაც ჩვენი 4-წლიანი პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ძალიან ბევრი კრიტიკა გვესმოდა, თუ რატომ აძლევდა „ქართული ოცნება" მათ ლაპარაკის საშუალებას იმის შემდეგ, რაც 9 წლის განმავლობაში ჩაიდენეს, მაგრამ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვიმოქმედეთ და იმას მივაღწიეთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა" უსუსურ, მარგინალურ პოლიტიკურ ძალად იქცა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner