logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე კრედიტორებს ყველა ვალის დაფარვის პირობას აძლევს
- +

15 მარტი. 2016. 15:21



სასამართლოში შპს „სტუდია მაესტროს" კრედიტორთა კრება მიმდინარეობს. „მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ  კრედიტორებს ყველა ვალის დაფარვის პირობა მისცა.  


„ვაპირებ ყველა თქვენგანს შევხვდე და დაველაპარაკო, როდის და რა პერიოდში იქნება თქვენი ფული გადახდილი", - მიმართა გაჩეჩილაძემ კრედიტორებს.



ამასთან, ტელე-რადიოკომპანია „ევრიკას" დირექტორი ნინო ყიფიანი შპს „სტუდია მაესტროს" გაკოტრების პროცესის შეწყვეტის მომხრეა. ყიფიანმა განაცხადა, რომ მას სჯერა ლევან გაჩეჩილაძის და აქვს იმედი, რომ საკუთარ ვალს გაჩეჩილაძისგან უფრო მიიღებს, ვიდრე ტელეკომპანიის გაკოტრების შემდეგ.


„ევრიკას" სიხშირით მაუწყებლობდა „მაესტრო" ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე. ტელეკომპანიას მის მიმართ 29 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება აქვს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner