logo_geo
eng_logo
ამერიკამ რუსეთთან სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებები შეწყვიტა
- +

3 ოქტომბერი. 2016. 23:40



დასავლური მედიის ინფორმაციით, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს აშშ-მა რუსეთთან სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.


როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ საბრძოლო მოქმედებების შესახებ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა გახდა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება ამერიკულ მხარეს მარტივად არ მიუღია.


12 სექტემბერს აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა ზავი რამდენიმე დღეში დაირღვა.


რუსეთის ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner