logo_geo
eng_logo
თაკო ჩარკვიანი: ასეთი გამეტება რა უბედურებაა, გამხეცდნენ ადამიანები!
- +

4 ოქტომბერი. 2016. 01:48

 

 

გუშინ საღამოს 6 საათზე მამუკა ჩარკვიანის ვაჟს, ჯაკო ჩარკვიანს თავის სადარბაზოსთან ესროლეს. თავდამსხმელმა სამი გასროლა განახორციელა, ორი ფეხში და ერთიც მკერდის მიმართულებით. საბედნიეროდ ჯაკოს ტყვია იღლიაში მოხვდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. „პრაიმტაიმი" ჯაკოს მამიდას, თაკო ჩარკვიანს ესაუბრა:


თაკო ჩარკვიანი:


- ცოცხლები ვართ, გადარჩა. გამეტებულია. ფეხში აქვს ნასროლი ორჯერ, ერთხელ მკერდის მიმართულებით. საბედნიეროდ ასცდა და მოხვდა იღლიაში.


- სად მოხდა თავდასხმა?


- ჩვენთან ეზოში. საღამოს 6 საათზე.


- რა ინფორმაცია გაქვს, ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა, რა მიზეზით?


- ინფორმაციას გვაწვდიან, მაგრამ თავს ვიკავებთ გასაჯაროებისგან. პოლიცია ამუშავებს ვერსიებს.


- ახლა როგორ არის, ლაპარაკობს?


- გონზე არის, მაგრამ თვითონ დუმს, არაფერს ამბობს... ასეთი გამეტება რა უბედურებაა, გამხეცდნენ ადამიანები. უიარაღო კაცს თავზე ესხმი... არ ვიცი, რა ვთქვა.


- თავმდამსხმელი ერთი იყო?


- კი ერთი. გასროლა სამი. პოლიცია გვეუბნება, რომ უკვე ყველაფერი იციან, რომ დღეს-ხვალ ინფორმაციას მოგვაწვდიან. რა ვიცი, აქ ვიდეო კამერებია ჩამონტაჟებული და მთელ გაყოლებაზე მოსამართლე გვენეტაძე ცხოვრობს, მაგის გაგებას რა უნდა, რა არის ამდენი გამოსაძიებელი.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner