logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: ბავშვები უსახსრობის გამო აღარ გვეღუპება
- +

4 ოქტომბერი. 2016. 02:35


 

„სოლიდარობის ფონდის" პირველი ეტაპი მოიცავდა 22 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარებას. 2 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით 281 ბავშვისა და ახალგაზრდის დახმარება, მათ შორის 161 ბავშვი საზღვარგარეთ გავამგზავრეთ",- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში ისაუბრა. როგორც ჯაშმა განაცხადა, „სოლიდარობის ფონდს" ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევს, რადგან უსახსრობის გამო ბავშვები აღარ იღუპებიან.

 

 

„სოლიდარობის ფონდის" ჩამოყალიბების საფუძველი გახლდა განსაკუთრებით ძვირადღირებული მკურნალობის და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

 

„სოლიდარობის ფონდის" პირველი ეტაპი მოიცავდა 22 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარებას. 2 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით 281 ბავშვისა და ახალგაზრდის დახმარება, მათ შორის 161 ბავშვი საზღვარგარეთ გავამგზავრეთ.

 

281 შეიძლება პატარა ციფრად მოგვეჩვენოს, მაგრამ საბდენიეროდ, პედიატრიულ ასაკში ონკოლოგია არ მოიცავს დიდ სტატისტიკას.

 

დღეს 60 000 ადამიანის და 27 კომპანიის დახმარებით, რომ აღარ გვეღუპეპა ბავშვები უსახსრობის გამო ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. დიდი იმედი მაქვს „სოლიდარობის ფონდი" კიდევ უფრო გაფართოვდება",- განაცხადა ჯაშმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner