საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე facebook-ზე წერს:
„მინდა ჩემი ფიქრები, რწმენა და განვლილი რთული დრო რეალობასთან ერთად შევაფასო თქვენთან ერთად! დღეს დადგა დრო, შევაფასოთ რაც უსამართლობა, სისასტიკე, სიცოცხლის ფასად გააზრებული ბრძოლა და მოთმინება, რაც საზოგადოებამ ცრემლით გამოვიარეთ რა მივიღეთ? პირველ რიგში, თავისუფლება, კერძო ბიზნესისა და საკუთრების შეუხებლობა და რაც მთავარია საზოგადოება არის ყველა საკითხისადმი კრიტიკული და შემფასებელი... დღეს საზოგადოება ითხოვს მეტ სტანდარტს და დარწმუნებული ვარ, ის დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს! დაიწყო რთულად, მაგრამ დაიწყო ერის გაერთიანება და თაობათა შუღლის დასასრული და მისი ერთობის დრო მოვიდა... ეს არის იდეა და ოცნება ერის კაცის ბიძინა ივანიშვილის . დღეს ამ ადამიანს ვუყურებთ, ვუსმენთ, მაგრამ როგორც წარსულში ვერ ვაფასებდით ერის გენიებს, ისევე ვერ ვაფასებთ მის ღვაწლს და ფიქრებს, გავა ათწლეულები და მივხვდებით და შემდეგ დავაფასებთ, ვისთან ერთად ვცხოვრობდით და ვისთან ერთად ვიღწვოდით ჩვენი სამშობლოსთვის და არ გვესმოდა მისი როგორც რჩეულის!
პირველად როცა ვნახე ბიძინა ივანიშვილი მთელი სამი საათი ვრწმუნდებოდი, რომ ეს ადამიანი მართლაც არსებობდა, რადგან გაუგონარი სიკეეთების შენების თუ სახელმწიფოს გაძლიერების ფიზიკურად არ გვენახა და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი მითია და ასეთი ადამიანი არ არსებობს... მაგრამ როცა ვნახე, გაოგნებული ვუყურებდი, რაღაც ვეუბნებოდი და ვრწმუნდებოდი ამ ადამიანის გენიაში! დღეს კი ვხედავ, რომ საზოგადოება ისევ ისე ვერ ვაცნობიერებთ ამ ბუმბერაზი ადამიანის გენიას. გავა წლები და როგორც ყოველთვის, ერი აღიარებს, დააფასებს, მაგრამ არ მინდა დავაგვიანოთ... არ მინდა შემდეგ აღიარება ან ერის მამობა... იმის შემდეგ, როცა ტყვიას ვესვრით... არ მინდა ... უბრალოდ ყველამ ერთად ვისწავლოთ ერის რჩეული შვილების სიცოცხლეშივე მათი მომავალი თაობისათვის მაგალითად ქცევა და ამით ერის გაძლიერება! იქ ზეციურ საქართველოში გადასვლის შემდეგ არც ძეგლი, არც აღიარება და არც ერის მამობა გვინდა! ვისწავლოთ... შევძლოთ ისევ ჩვენი სამშობლოს გასაძლიერებლად! ეს ფიქრები სუფთა უანგარო და სულის სიღრმიდან გაზიარებულია! მაპატიეთ", - წერს პარლამენტარი.