სატელეფონო ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ „კავკასიის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ამ ჩანაწერებით ხელისუფლებას მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილების საშუალება ეძლევა.
„ეს ყველაფერი მმართველ გუნდს არ აძლევს აბსოლუტურად არაფერს, გარდა იმისა, რომ ხდება პრევენცია მომავალი საშიშროებისა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი მასალა დაედო საფუძვლად გამოძიებას.
8 ოქტომბერს თითოეული მოქალაქე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ არჩევანს, მაგრამ იმის ილუზია, რომ ვინმე ძალადობრივი თვალსაზრისით, რაღაც ქმედებას განახორციელებს, ეს აბსურდია!", - განაცხადა კობალაძემ.