logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ილუზია, რომ ვინმე ძალადობრივი გზით რაღაც ქმედებას განახორციელებს, აბსურდია!
- +

4 ოქტომბერი. 2016. 03:10


 

სატელეფონო ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა კობალაძემ „კავკასიის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ამ ჩანაწერებით ხელისუფლებას მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილების საშუალება ეძლევა.

             

„ეს ყველაფერი მმართველ გუნდს არ აძლევს აბსოლუტურად არაფერს, გარდა იმისა, რომ ხდება პრევენცია მომავალი საშიშროებისა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი მასალა დაედო საფუძვლად გამოძიებას.

 

8 ოქტომბერს თითოეული მოქალაქე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ არჩევანს, მაგრამ იმის ილუზია, რომ ვინმე ძალადობრივი თვალსაზრისით, რაღაც ქმედებას განახორციელებს, ეს აბსურდია!", - განაცხადა კობალაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner