logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: თარხნიშვილი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უნდა გასამართლებულიყო!
- +

4 ოქტომბერი. 2016. 03:10



შესაძლოა თუ არა პოლიტიკური რეიტინგები გახდეს პოლიტიკური ბრძოლის იარაღი გარკვეული პოლიტიკური ძალების ხელში - ამ შეკითხვას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:



„ამის მცდელობა არის. რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობა" და უკრაინიდან ერთი პიროვნება გვეუბნება, რომ ჩამოვა გვირაბით სოლოლაკში. ეს ყველაფერი არის სასაცილო. მე არ ვიცი, რით დამთავრდება მათი ეგზიტპოლების ამბავი.

 

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მოხსნა თავისი კანდიდატურა, მე მაშინ ცესკოში ვიყავი. იქ იყვნენ დამკვირვებლები. მოვითხოვეთ სია, სადაც პირველ ნომრად უნდა ყოფილიყო ნინო ბურჯანაძე „ნაციონალური მოძრაობიდან". მთელი ღამე გავატარეთ იქ, დილით მობრძანდა ბატონი თარხნიშვილი და აღმოჩნდა, რომ ის სია ყოფილა სხვა სართულზე, სხვა სეიფში. გამოიტანა სია, სადაც ნინო ბურჯანაძე აღარ ფიგურირებდა როგორც ნომერი ერთი. თარხნიშვილი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც უნდა ყოფილიყო გასამართლებული. ამ ქვეყანაში რომელი არჩევნებიც გაყალბდა, სწორედ მას მიუძღვის ამაში დიდი წვლილი. და როცა თარხნიშვილი ატარებს ეგზიტპოლებს, მე მეღიმება", - აცხადებს ზურაბიშვილი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner