logo_geo
eng_logo
კახეთში 106,5 ტონა ყურძენი გადამუშავდა
- +

4 ოქტომბერი. 2016. 03:13


 

კახეთის რეგიონში106,5 ტონა ყურძენი გადამუშავდა. სულ ღვინის კომპანიებს ყურძენი ჩააბარა 17 200 მევენახემ, რომელთაც ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 92,6 მლნ ლარი მიიღეს


გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 34,5 ათასი ტონა, თელავი - 27,2 ათასი ტონა, ყვარელი - 21,5 ათასი ტონა, საგარეჯო - 7,2 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,1 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ტონა ტონა, ლაგოდეხი - 2,8 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 1,9 ათასი ტონა


3 ოქტომბერს ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 42 ღვინის კომპანია, მათ შორის, 4 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა


30 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 2,3 ათასი ტონა შეადგინა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner