logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: დღეს 200 000 ადამიანით ნაკლები ითხოვს სოციალურ დახმარებას
- +

4 ოქტომბერი. 2016. 03:45


 

„ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც პრიორიტეტად დავსახეთ ადამიანი",  - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს.

 

მისი თქმით, ის რეფორმები, რომელიც 4 წლის განმავლობაში გატარდა, სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა.


„ის რეფორმები, რომელიც გატარდა ჯანდაცვის სფეროში, სოფლის მეურნეობაში, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით და სხვა, ზუსტად მოწმობს ამას. აღსანიშნავია, რომ დღეს 200 000 ადამიანით ნაკლები ითხოვს სოციალურ დახმარებას, ეს ნიშნავს, რომ სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა სოციალური დახმარების მომთხოვნთა რაოდენობა, ჩვენ მაინც გავზარდეთ ბენეფიციართა რიცხვი. დღეს 477 000 იღებს გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას", - განაცხადა ნაცვლიშვილმა „არჩევანის" ეთერში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner