logo_geo
eng_logo
დიტო გელოვანი: ნიკა გვარამია და მისი პატრონები ოქტომბერს ვერ გაცდებიან!
- +

4 ოქტომბერი. 2016. 03:48



,,დახოცილი ბიჭები, დაკარგული ტერიტორიები, დაყაჩაღებული ბიზნესი, ნაწამები პატიმრები, გაუბედურებული ოჯახები, დამცირებული, შეურაცხყოფილი ხალხი, დახურული და წართმეული მედიასაშუალებები... და ის (ტურაშვილი) ამბობს, ხელისუფლება ნაციონალებისაგან მონსტრის შექმნას ცდილობსო...


ეს ,,რუსთავი 2'' ცდილობს, მონსტრისაგან ოპოზიციის შექმნას და სურს, რომ ნაყალბევს დაარქვას გამოკითხვა, ცრემლს - ღიმილი, სისხლს შვება.


აბა გელა გრიშენკო ყოფილა შოთა რუსთაველი და მისი სიტყვები ყოფილა ,,სიცრუე და ორპირობა...'' გიორგი პაპუაშვილს დაუწერია ,,ქმნა მართლისა, სიმართლისა...'' სააკაშვილს შეუქმნია ,,გალობანი სინანულისანი'' და სხვ. და სხვ.


ეგ არის, რომ ნიკა გვარამია და მისი პატრონები ,,ნოემბრიდან ნოემბრამდეს'' ვერ გაცდნენ, მაგრამ ნოემბრის გარდა, კიდევ 11 თვეა, მათ შორის, ისეთი ლამაზი და გემრიელი, როგორიც ოქტომბერი.

 ეგენი ოქტომბერს ვერ გაცდებიან...''



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner