logo_geo
eng_logo
ნინო კობახიძე: ინფორმაციისთვის!!!
- +

4 ოქტომბერი. 2016. 03:50



მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


ინფორმაციისთვის!!!

ვისაც გაინტერესებთ რა გაკეთდა მხოლოდ ჯანდაცვისა  და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ამ 4 წლის მანძილზე.

დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით

ამოქმედდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა! C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტები უფასოდ მკურნალობენ უახლესი თაობის ძვირად ღირებული მედიკამენტებით

• 1 ოქტომბრის მონაცემები 25 000-მდე პაციენტია დარეგისტრირებული

•  მათგან მკურნალობა დაიწყო 24 000 - მდე პაციენტმა

მკურნალობა დაასრულა 11 000 - მდე პაციენტმა

•  განკურნების მაჩვენებელია 90%

პროგრამა გაგრძელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე.

გაუმჯობესდა სამედიცინო ინფრასტრუქტურა

მთელი საქართველოს მასშტაბით აშენდა და აღიჭურვა 82 სოფლის ამბულატორია (ყველა მუნიციპალიტეტში), მათ შორის, 43 სოფელში პირველად.

• 2017  წელს დასრულდება ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლებასაც ექნება.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მოეწყო 22 ამბულატორია

დასრულდა ფილტვისა და ტუბერკულიოზის სნეულებათა ცენტრის ბავშვთა სექტორის მშენებლობა

დასრულდა და ფუნქციონირებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი დაბა გუდაურში და ხარაგაულში. დასრულდა მრავალპროფილიანი კლინიკის მშენებლობა დედოფლისწყაროსა და ხარაგაულში.

• 200 ახალი ავტომობილით განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი. 

• 2005 წლიდან პირველად  2015   წელს სასწრაფო დახმარების ცენტრის პერსონალს ანაზღაურება   30 პროცენტით გაეზარდათ. 

• 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების დაფინანსება.

• 2016 წლის პირველი სექტემბრიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მომუშავე ექიმები და ექთნები მიიღებენ  ყოველთვიურ დანამატს,ექიმები 360, ხოლო ექთნებისთვის - 180 ლარს.

2015 წელს ამოქმედდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ქულის მინიჭების ახალი მეთოდოლოგია, მოიხსნა აგენტის სუბიექტური შეფასებები და თითოეული ოჯახის საჭიროებების შესწავლა ობიექტურ მონაცემებზე  დაყრდნობით ხდება. გაორმაგდა საარსებო შემწეობა და პრიორიტეტი მიენიჭათ ბავშვიან ოჯახებს.

გაიზარდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის სახელმწიფო დაფინანსება. სამედიცინო მომსახურებაზე გაიოლებულმა წვდომამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხვის შემცირებაში.

საქართველოში 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ათასწლეულის განვითარების ერთ-ერთი მიზანი შესრულებულია. ქვეყანამ შეძლო ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება უფრო მეტად, ვიდრე ეს დასახული იყო ბავშვთა სიკვდილიანობის შეფასების გაეროს სააგენტოთაშორისო ჯგუფის მიერ.

გაიზარდა  ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მოცულობა.

ასაკით პენსიონერთათვის პენსია გაიზარდა 180 ლარამდე, 180 ლარამდე გაიზარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსია.

• 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს პენსიებისთვის გათვალისწინებულია 600 მილიონი ლარით მეტი.

მიმდინარეობს მუშაობა საპენსიო რეფორმაზე.

ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ოჯახების კომპენსაცია გახდა 1000 ლარი.

ქვეყნის 6 რეგიონში, სადაც შობადობის მაჩვენებელი დაბალია ყოველ დაბადებულ მე-3 და შემდგომ ბავშვზე, 2 წლის ასაკამდე გაიცემა ფულადი დახმარება

მთაში 200 ლარი

ბარში 150 ლარი

მთის კანონით, ქვეყნის 10 რეგიონის 1582 სოფელში პირველი და მეორე ბავშვისთვის 1 წლის განმავლობაში დახმარება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, მესამე და შემდეგ შვილზე კი 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით გაიცემა.

ანუ სოციალურად დაუცველ ოჯახებს რომელტა ქულა 100 000-ქვემოთაა და ჰყავთ 6-დან 23 თვემდე ბავშვი, სახელმწიფო უფასოდ გადასცემს მიკროელემენტების კომპლექსს, რაც არა ერთი  დაავადების პრევენციას წარმოადგენს.

• 2014 წლიდან  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს 1000 ლარის ფარგლებში მიეწოდებათ საკვები, ტანსაცმელი და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები.

• 600-დან 1000 ლარამდე გაიზარდა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

• 2014 წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა რაიონული ოფისი უზრუნველყოფს დასაქმების სერვისების მიწოდებას.

შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.  შრომის მონიტორები კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს ამოწმებენ და საკუთარი რეკომენდაციებს გასცემენ.

პირველად საქართველოში, ჩატარდა შრომის ბაზრის კვლევა, რომლის მიზანიცაა შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება.

• 2014 წლიდან სოლიდარობის ფონდის დაფუძნებისთანავე გადაიჭრა ონკოლოგიური დიაგნოზით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების პრობლემა,   რომლებიც საჭიროებენ ძვირადღირებულ მკურნალობას საზღვარგარეთ.

310 ასეთი დაავადების მქონე ბავშვისა და ახალგაზრდის  მკურნალობა იქნა დაფინანსებული, ჯამში 7 მილიონი ლარის მოცულობით".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner