„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემა „არჩევანში" მონაწილეობის დროს მაყურებელს მიმართა და მოუწოდა, არ დაერეკათ ინტერაქტივში, რადგან ის მაინც ყალბდება.
„პირველ რიგში, ჩვენს მხარდამჭერებს მინდა მოვუწოდო, რომ არ დარეკონ ინტერაქტივში, იმიტომ რომ ამას აზრი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ინტერაქტივი მაინც გაყალბდება. ეს დადასტურდა დღეს ახალი ქსელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით და შესაბამისად, ტყუილად ნუ გაირჯებიან და ნუ დარეკავენ" - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.