logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: სააკაშვილმა იმედები გაუცრუა უკრაინის მმართველ გუნდს
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

15 მარტი. 2016. 15:28


„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საკმაოდ შესუსტდა მიხეილ სააკაშვილის პოზიციები უკრაინაში, რამაც გამოიწვია ურთიერთობის დაძაბვა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან. ოდესის ოლქის გუბერნატორის მიმართ ღია უკმაყოფილებას გამოთქვამს ოდესის მოსახლეობა, რადგან მათ ჰქონდათ სულ სხვა მოლოდინები, რეალობა კი მოლოდინებისაგან რადიკალურად განსხვავებულია.

 

მან იმედები გაუცრუა უკრაინის მმართველ გუნდს, რადგან მისგან ითხოვდნენ რეფორმების გატარებას და კორუფციის აღმოფხვრას, დღეს კი ოდესის ოლქში კორუფცია ყვავის და არც რაიმე ღირებული რეფორმაა გატარებული. გვაქვს ეჭვი, რომ შექმნილი ვითრებიდან გამომდინარე ლოგიკური იქნება, თუ უახლოეს პერიოდ მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას დაატოვებინებენ. რა თქმა უნდა, ამას გრძნობს სააკაშილიც, ეს ყველაფერი კი მიჩენს ეჭვს, რომ ის ემზადება საქართველოში დასაბრუნებლად და ვიდეოკადრების გავრცელებით ის ცდილობს ქვეყნაში დაძაბულობისა და არეულობის შემოტანას, რათა შეიქმნას შესაბამისი პლაცდარმი საქართველოში დაბრუებისათვის. მაგრამ მისდა სამწუხაროდ, მას ეს არ გამოუვა. დღეს ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო, რომელი უფლებას არ მისცემს რამდენიმე ბნელი აზროვნების, რეგრესისკენ მიდრეკილ ადამიანს, მოახდინოს ქვეყნის წინსვლისა და განვითრების შეფერხება.

 

საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მისი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ციხეებში მოიძებნება, სადაც მას უკვე ელოდებაპროგრესულად მოაზროვნე დემოკრატთა" მთელი პლეადა", - აცხადებს ქადაგიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner