logo_geo
eng_logo
„რატომ იწვევთ ეთერში ადამიანს, რომელსაც ჟურნალისტი ჰყავს ნაცემი?“ - ნანა დევდარიანი ავთანდილ კემულარიას დაუპირისპირდა
- +

4 ოქტომბერი. 2016. 05:19



ტელეკომპანია „იბერია"-ს ეთერში „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ავთანდილ კემულარია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დევდარიანის თქმით,


„თქვენ შემთხვევით ის პიროვნება ხომ არ ხართ, ზაზა დავიათაიას ცემის ფაქტზე რომ არის ბრალდებული. თქვენ გქონდათ ბრალი წაყენებული და განაჩენი არსებობს. თქვენ საერთოდ რაზე საუბრობთ? რატომ იწვევთ ეთერში ადამიანს, რომელსაც ჟურნალისტი ჰყავს ნაცემი? განსხვავებული პოზიციის გამო რომ დავლეწო აქაურობა, უნდა დამიძახოთ? თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება ამ სტუდიაში რამეზე ილაპარაკოთ", - მიმართა დევდარიანმა კემულარიას.


 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner