logo_geo
eng_logo
აშშ სირიის საკითხზე რუსეთთან ორმხრივ კონტაქტებს წყვეტს
- +

4 ოქტომბერი. 2016. 10:50



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ სირიის საკითხზე რუსეთთან ორმხრივ კონტაქტებს წყვეტს.



მისი თქმით, ვაშინგტონი მოსკოვთან შემდგომ მოლაპარაკებებზე უარს იმის გამო ამბობს, რომ რუსეთს მიღწეული შეთანხმებების და ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია.



გადაწყვეტილების ფარგლებში, აშშ სირიიდან პერსონალს გაიწვევს, რომელიც რუსულ-ამერიკულ საკოორდინაციო ცენტრში მუშაობის მიზნით გააგზავნა.



აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთს არ სურს ან არ შეუძლია დაარწმუნოს სირიის რეჟიმი, რომ შეთანხმებების შესრულება აუცილებელია.


აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ცნობით, ვაშინგტონი, სირიის მთავრობის დამხობის მიზნით მზად არის, „ეშმაკთან დადოს გარიგება".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner