logo_geo
eng_logo
deals.ge - საბანკო და შიდა განვადების პირობები
- +

4 ოქტომბერი. 2016. 11:00



ბოლო დროს ონლაინ შოპინგი საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა. შესაბამისად, ინტერნეტ მაღაზიების რიცხვი და მათ შორის კონკურენცია გაიზარდა. ასეთ პირ     ობებში მარტივი არ არის იყო გამორჩეული და მომხმარებელს რაიმე ახალი შესთავაზო, თუმცა deals.ge-მ საკმაოდ მოკლე ხანში შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი წარმატებული ქართული ონლაინ მაღაზია, რომელსაც კონკურენტებისგან პროდუქციის მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასები და მომხმარებლის კომფორტზე მორგებული მომსახურება გამოარჩევს.


ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს: კომპიუტერი, მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, გამწოვი, ჭურჭელი, სამზარეულოს აქსესუარები და სხვა. რაც მთავარია, საიტზე მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისი, რომელიც რეგიონებში დაბალ ფასად, ხოლო თბილისის მასშტაბით ნივთის უფასო მიწოდებას გულისხმობს.


იმ შემთხვევაში, თუ ნივთის შეძენა განვადებით გსურთ, საშუალება გეძლევათ ონლაინ საბანკო ან შიდა განვადებით ისარგებლოთ.


ამ ეტაპზე საბანკო განვადების გაფორმება შესაძლებელია: ბანკ რესპუბლიკასთან, ლიბერთი ბანკთან და  ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისთან.
რესპუბლიკა ბანკის განვადების შემთხვევაში:


უპროცენტო თვეების რაოდენობა: 3-დან  24 თვემდე;
განვადების ხანგრძლივობა: 3-დან 24 თვემდე;
ჯამური განვადების თანხა: 150-დან 5 ათას ლარამდე;
წინასწარი დაფარვის საკომისიო: 0%


მინიმალური თანამონაწილეობა და ასევე მინიმალური მოთხოვნები: მსესხებლის ასაკი უნდა იყოს 18-დან 65 წლამდე, ხოლო ყოველთვიური შემოსავალი - თბილისში 200 ლარი, რეგიონებში -100 ლარი. დასაშვებია როგორც ხელფასი, ასევე სხვადასხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (იჯარა, დივიდენდი, პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან, გზავნილები და ა.შ.)


ლიბერთი ბანკის განვადების შემთხვევაში:
განვადების ხანგრძლივობა: 3-დან 24 თვემდე;
ჯამური განვადების თანხა: 80 დან 5 ათასი ლარის ჩათვლით;
საპროცენტო განაკვეთი: 0%-დან;


მინიმალური თანამონაწილეობითა და მინიმალური მოთხოვნებით: მსესხებლის ასაკი უნდა იყოს 21-დან 70 წლამდე, ხოლო ყოველთვიური შემოსავალი თბილისში -100 ლარი. დასაშვებია როგორც ხელფასი, ასევე სახელმწიფო პენსია (პენსიის მინიმალური შემოსავალი 80 ლარი) და სხვადასხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (იჯარა, დივიდენდი, პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან, გზავნილები და ა.შ.).
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისის განვადების შემთხვევაში:
ონლაინ განვადებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებისთვის;


შემოსავლების დადასტურების გარეშე;
განვადების ხანგრძლივობა:  2-12 თვემდე;
განვადება მოქმედებს 18 წლიდან (18-21 წელზე სავალდებულო იქნება თავდების მითითება);


500 ლარამდე ღირებულების პროდუქტზე წინასწარი შესატანი საჭირო არ არის.
რაც შეეხება შიდა განვადებას, ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებს.


რაც შეეხება, შიდა განვადებით სარგებლობის პირობებს:
შიდა განვადების ხანგრძლივობა: 2 - 12 თვე;


500 ლარამდე ღირებულების პროდუქტზე წინასწარი შესატანი საჭირო არ არის; დამტკიცების საკომისიო და პროცენტი დამოკიდებულია პროდუქტის ღირებულებასა და მომხმარებლის მიერ არჩეული თვეების რაოდენობაზე.


შიდა განვადების გარდა,პროდუქტის შეძენა  შესაძლებელია ონლაინ მაღაზია deals.ge-ს პარტნიორ შპს „ისთ ვესთ კაპიტალის" სწრაფი სესხების მეშვეობით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner