logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა თვითმმართველობის წევრებს საკუთარ კაბინეტში ხვდება
- +

15 მარტი. 2016. 15:29


ამ წუთებში თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა თვითმმართველობის წევრებს საკუთარ კაბინეტში ხვდება. შეხვედრას რამდენიმე ლექტორი ესწრება.


კიდევ ერთხელ ვაცხადებ მზაობას, რომ შევხვდე სტუდენტებს და  განვიხილო ნებისმიერი თემა, გარდა ერთი თემისა, რომელიც ეხება რექტორის გადადგომას. ეს გზა უნივერსიტეტს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს. ამიტომ მე ამ თემის განხილვას არ ვაპირებ, ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაფიო და ნათელია. დანარჩენ ნებისმიერ თემაზე მზად ვარ, სტუდენტებს დაველაპარაკო.

 

გამოსვალი არის მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი და კომპრომისები. კომპრომისების გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ, მაგრამ ამ კომპრომისებში ვერანაირად ვერ შევა რექტორის გადადგომა. ეს საერთოდ გააფუჭებს მთელ სიტუაციას უნივერსიტეტში. კარგად გამიგეთ, ეს არ არის ჩემი, როგორც ლადო პაპავას პირადი სურვილი. ეს არის რექტორის აზრი, რომელიც პირველ რიგში ფიქრობს უნივერსიტეტზე", - აღნიშნა ლადო პაპავამ.


თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დღეს ლადო პაპავას სამუშაო კაბინეტში შეიჭრნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner