logo_geo
eng_logo
ჟურნალისტ ნინო სულაბერიძეს სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
- +

4 ოქტომბერი. 2016. 11:07



 „არ ვიცი, როგორ დავიწყო, როგორი ფორმით გთხოვოთ, ისიც არ ვიცი, საერთოდ როგორ უნდა ვილაპარაკო ამბავზე, რომელიც ძალიან მტკივა!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ ოშხნელი ჟურნალისტ ნინო სულაბერიძეზე წერს და აქვე აღნიშნავს, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მას სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება.

 

„მახსოვს, ზაფხულში, როცა ნინის მესამე ოპერაცია გაუკეთეს, დავწერე, ხმამაღლა თქმის მეშინია, რომ ყველაფერი კარგად არის-თქო... 2 თვეზე მეტი გავიდა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მართლა არ არის კარგად! ტომოგრაფიის პასუხი გაიგზავნა თურქეთში, სადაც ბოლო ოპერაცია გაუკეთდა და იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ნინის სასწრაფოდ სჭირდება ჩარევა „კიბერ დანით"! ჯერ კარგად არ ვიცი, ეს რა სახის სამედიცინო მანიპულაციაა, მაგრამ უკვე ვიცი, რომ 26ათასი დოლარი ჯდება! ოჯახს 26 ათასი კი არა, 6 დოლარიც აღარ აქვს. მე ვიცი, რომ ყველა დაეხმარებით, თუნდაც 1ლარით პატარა ლუკას ულამაზეს დედიკოს... კიდევ ერთხელ, კიდევ ერთად თუ მოვახერხებთ ამ გოგოს დაფინანსებას.

P.S. ვისაც უფრო მეტი ინფორმაცია აინტერესებს, როგორ დაიწყო ეს ამბავი, გადადით ლინკზე http://imedi.ge/index.php?pg=shs&id_pr=7989&id=63 ", - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ოშხნელი. 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner