logo_geo
eng_logo
რომის პაპი: მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი
- +

4 ოქტომბერი. 2016. 11:09



„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" საქართველოში ვიზიტის შესახებ რომის პაპის მიერ გაკეთებული განცხადება გაავრცელა, სადაც ის ილია მეორეს შესახებ საუბრობს და პატრიარქს ღვთისკაცს უწოდებს:


საქართველოში ორი სიურპირზი დამხვდა. ერთი არის თავად საქართველო. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს. ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ღრმა რწმენით. ის არის ღვთის კაცი. მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი. რაც შეეხება საკითხებს, რაც გვაშორებს და გვაერთიანებს, ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე არ არის დოქტრინებზე საუბარი. მოდით, დაუტოვეთ ეს თეოლოგებს განსახილველად. მათ კარგად იციან და ორივე მხრიდან თეოლოგებმა უნდა შეისწავლონ. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ერთმანეთისთვის ლოცვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორეა, ერთობლივად რაიმეს გაკეთება. ამდენი ღარიბი ადამიანია. მოდი ერთად გავაკეთოთ ბევრი რამ ღარიბი ადამიანებისთვის. მათთვისაც, ვისაც ბევრი პრობლემა აქვს", - განაცხადა რომის პაპმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner