logo_geo
eng_logo
სირიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
- +

4 ოქტომბერი. 2016. 11:21



სირიის პროვინცია ელ-ჰასაკაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ეთნიკური ქურთების ქორწილში თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი, ათობით კი - დაშავდა.


სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა.


ტერაქტის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს" მედიასააგენტომ „ამაქმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტი დაჯგუფების წევრმა განახორციელა.


პროვინცია ელ-ჰასაკას უმეტეს ნაწილს ქურთები აკონტროლებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner