სირიის პროვინცია ელ-ჰასაკაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ეთნიკური ქურთების ქორწილში თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი, ათობით კი - დაშავდა.
სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა.
ტერაქტის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს" მედიასააგენტომ „ამაქმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერაქტი დაჯგუფების წევრმა განახორციელა.
პროვინცია ელ-ჰასაკას უმეტეს ნაწილს ქურთები აკონტროლებენ.