logo_geo
eng_logo
დავით ბერძენიშვილი: აგონიაში ჩავარდნილმა თვითმმართველობებმა დაინახეს საფრთხე!
- +

15 მარტი. 2016. 15:34


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშივლი თსუ-ს თვითმმართველობის წევრების მხრიდან რექტორის კაბინეტის დაკავების ფაქტზე კომენტარს აკეთებს. ბერძენიშვილის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წინა ხელისუფლების დროს შექმნილი დრომოჭმული, უვარგისი კომკავშირული სტრუქტურები და მათი ხელმღვანელობა იქცევიან ზღვარგადასულად:

 

„ჩვენ გამოვუცხადეთ სოლიდარობა პროტესტანტ სტუდენტებს, თუმცა პოლიტიკური შეფასებებისგან თავს ვიკავებდით. უკვე ძალიან დაიძაბა ვითარება თვითმმართველობების მხრიდან. დღეს მომხდარი ფაქტი, რომ მათ შეამტვრიეს რექტორის კაბინეტი და შევარდნენ, ეს უკვე ძალადობაა. ამიტომ ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც ვალდებულია ძალადობის ალაგმვაზე, უნდა ამუშავდეს სრულფასოვნად. აგონიაში ჩავარდნილმა თვითმმართველობებმა დაინახეს საფრთხე, რომ „კარმუშკას" მოაცილებენ და უკვე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე გადავიდნენ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner