logo_geo
eng_logo
აღმაშენებლის N138-ში მდებარე უძრავი ქონება 9 840 250 ლარად გაიყიდა
- +

4 ოქტომბერი. 2016. 11:39

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 840 250 ლარად ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება შპს "სი ი ეფ სი"–ს  გადასცა.



კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს. ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი. აღნიშნული მიმართულებით კომპანია 3 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ახალ ცენტრში დასაქმდება 50 ადამიანი. ამასთან, შპს ,,სი ი ეფ სი“ უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner