logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთის ზღვაში კომპანია BP-ის ჭაბურღილზე 95 ტონამდე ნავთობი დაიღვარა
- +

4 ოქტომბერი. 2016. 11:57



ჩრდილოეთის ზღვაში კომპანია BP-ის ჭაბურღილზე 95 ტონამდე ნავთობი დაიღვარა. BP-ის ინფორმაციით, ინციდენტი, რომელიც 2 ოქტომბერს მოხდა, გამოწვეულია ტექნიკური სახის პრობლემებით, რის გამოც ჭაბურღილის მუშაობა დროებით შეჩერებულია. ნავთობი ზღვაში ერთი საათის განმავლობაში ჩაედინებოდა.



BP-ის ცნობით, ამჟამად კომპანიის სპეციალისტები მომხდარის მიზეზებს იძიებენ და ხელისუფლებასთან ერთად სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებენ.



2010 წელს მექსიკის ყურეში მდებარე BP-ის პლატფორმიდან ზღვაში ნავთობის კატასტროფული ჩადინება მოხდა. მაშინ ზღვაში 3 მილიონი ბარელი ნავთობი ჩაიღვარა, რისთვისაც ბრიტანულმა ნავთობკომპანიამ 20 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner