თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა" მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
ხარვეზი სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანებით არის გამოწვეული. პრობლემის აღმოფხვრისთანავე მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შემქნილი დისკომფორტისთვის.