logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: შენ რა გითხარი, მიხო... ისევ ღრუბლებში დაფრინავ...
- +

4 ოქტომბერი. 2016. 12:41



„ექს-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთელი საქართველო მას ოვაციებით შეხვდება. ისევ ღრუბლებში დაფრინავ... ჩამოვარდები და ვერავინ ვეღარ გიშველის", - წერს ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში.



მიხო იმუქრება, მოვდივარო...

2013-ში საქართველოდან გაქცეული და ამერიკაში უსაქმოდ დარჩენილი მიხო ჯერ ლექტორად მიიწვიეს ფლეტჩერის სკოლაში, მაგრამ ლექციებს აცდენდაო და გაუშვებდნენ, აბა, რას იზამდნენ! მერე ნიუ-იორკში, ბრუკლინში, ბიძამისის სახლში უსაქმურობის გამო ხან ყვინთავდა, ხან კი მანათობელი ბოტასებით (!) ღამ-ღამობით ველოსიპედით დახეტიალობდა, შემდეგ კი უკრაინაში გაამწესეს, იქნებ იქ ივარგოსო...

ჰოდა, სწორედ მაშინ ერთ-ერთ უკრაინულ გაზეთში („უკრაინა მოლოდა") ერთ-ერთი უკრაინელი ჟურნალისტი ქალის სტატია გამოქვეყნდა - ავშენდით, რადგან პან მიხეილი ჩვენთანაა, საქართველოსავით ააყვავებს უკრაინასო, თან პოროშენკოსთან ერთად სწავლობდაო და ა.შ. იმდენად გამაოცა ჟურნალისტის მიამიტობამ, რომ ვერ მოვითმინე და მითითებულ ელფოსტაზე წერილი გავუგზავნე, თან თავაზიანად ვუთხარი, მიხო ახლა თქვენთან გასტროლებზეა და ძალიან გადაჭარბებული იმედები ნუ გექნებათ-მეთქი. არ დამიჯერა.

ამასწინათ კი თვითონ შემომეხმიანა და მობოდიშებით მითხრა, მე ვცდებოდი, თქვენ უფრო კარგად გცოდნიათ მიხო სააკაშვილის ხასიათი და მიზნებიო.

ექს-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთელი საქართველო მას ოვაციებით შეხვდება. ეჰ, შე რა გითხარი, მიხო... ისევ ღრუბლებში დაფრინავ... ჩამოვარდები და ვერავინ ვეღარ გიშველის", - წერს სიმონ კილაძე „facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner