logo_geo
eng_logo
„ნიკა გვარამია ფარულად იწერს მიხეილ სააკაშვილის თათბირს“ - ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება
- +

4 ოქტომბერი. 2016. 13:37



სოციალურ ქსელში, facebook-გვერდზე „Rustavi ori" ვრცელდება ვიდეო სათაურით „ნიკა გვარამია ფარულად იწერს მიხეილ სააკაშვილის თათბირს".


გთავაზობთ facebook-ლინკს, სადაც აღნიშნული ვიდეო გავრცელდა და ასევე youtube-ლინკს, სადაც ვიდეო აიტვირთა.


https://www.youtube.com/watch?v=J-caqjaYv9Y


გთავაზობთ ჩანაწერის ბეჭდურ ვერსიას:


 

მიხეილ სააკაშვილი: ჰოდა, ის რა ჰქვია, ტელევიზორში სხედან „გრეჩიხა“, უმცროსი „გრეჩიხა“ და ვიღაც კიდე ორი ვაკელი ნარკომანი

 

- განაახლა „გრეჩიხამ“?

 

მიხეილ სააკაშვილი: აბა რა, კაცო, და, ძმაო, ეხლა ჩვენები რო აშენებენ სასტუმროებსო და ... ვის გავაკვირვებთ ჩვენი სასტუმროებითო... ჰოო ჰოოო.... ჩვენთან, ბიჭო, თუ ვინმე ჩამოვა, ჩამოვა ჩვენი ძმაბიჭური გაგების გამო, ჩვენი ჯიგრული იმის გამოო... ამისთვის... ხო, ხო აბა მაგისთვის ჩამოვა, აბა, დისკოთეკა იქ რო არის, პარიზში და იმაში და იმაშიო...

 

კახა ბენდუქიძე: ეს მარგველაშვილი და ვიღაც ... რომ იყვნენ?

 

მიხეილ სააკაშვილი: ხო, მარგველაშვილი იყო, ხო. ეგ არი...

 

- ლუზერების წმინდანი.

 

- ხო, აი, მაგისთვის ჩამოვა რაღაც, ჩვენი ძმური გაგებისთვის...

 

კახა ბენდუქიძე:  „არა, არა, რამე უნდა ვქნათ, რამე უნდა ვქნათ, ძმაო, აი კულტურას უნდა დავუჭიროთ მხარი, კულტურის გულისთვის ჩამოვლენ ყველანი... ამის გულისთვის ვინ ჩამოვა“. მარგველაშვილი ეხლა ყველაზე ნაკლებად ... არის მათ შორის, ამიტომ რაღაც ხანდახან...

 

მიხეილ სააკაშვილი: აბსოლუტური პიტალოა...

 

კახა ბენდუქიძე: არა, პიტალო ... ეხლა იმათთან შედარებით სპინოზაა, რას ლაპარაკობ ......................................... არა, მარგველაშვილმა მითხრა, რო ჩვენი სკოლა ყველაზე კარგი იქნებაო, იმიტომ რომ მართლმადიდებლური იქნებაო, სადაც მე ვიქნები ფარავნის ტბაზეო. ისე, სხვათაშორის, რაღაც ის არის, პირველკურსელებს რაღაც ქართული აზრი ვუხსენე და ნაწილმა თქვა, რომ თუ კაცი ქართულად ლაპარაკობს, მაგრამ მართლმადიდებელი არ არისო, მაშინ ის ქართველი არ არიო...

 

- აუუ...

 

მიხეილ სააკაშვილი: ეგ სად იშოვე ეგ სტუდენტები?

 

კახა ბენდუქიძე: არის საუკეთესო ასეულში ჩაბარების კლუბი, აი, პირველ ასეულში ვინც იყო...

 

მიხეილ სააკაშვილი: იმიტომ არის, რომ ქართველების როდენობა საერთოდ შეიცვალა

 

 

-  და რა არი, რა თქვა?

 

კახა ბენდუქიძე: თუ ქართულად არ ლაპარაკობსო, ინგილოებზე თქვა კონკრეტულად და აი მაჭახელას ქართველებზე, რომ თუ ქართულად ლაპარაკობს და მართლმადიდებელი არ არისო, ესე იგი ქართველი არ არისო. მერე სხვებმა კი უთხრეს, რო არა, რაღაცა...

 

მიხეილ სააკაშვილი: სხვათაშორის, უნდა ვაწარმოო... ერთ-ერთი თემა, რაც შენ უნდა აიღო, რომ ქართველები... უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქრისტიანი. უნდა აიღო ეს თემა.


 





https://www.youtube.com/watch?v=uwopUi8LpA8



აქვე გთავაზობთ ჩანაწერის ბეჭდურ ვერსიას:

 

 

მიხეილ სააკაშვილი: აი, ეს რო... სხვათაშორის პოლიციაში... სხვათაშორის პოლიციაში არამოდურია პოლიციელებში ვაფშე ეს რა, ეკლესიურობა...

 

-  ეკლესიის?

 

მიხეილ სააკაშვილი: კი

 

- ხო, ვანომ იმუშავა კარგად, რა

 

მიხეილ სააკაშვილი: ახალი ინსტიტუტია რა და, ვაფშე, სხვა პონტია და იმიტოა იდეოლოგია სახელმწიფოსთვის .........................(?)

 

კახა ბენდუქიძე: თამუნამ გუშინ მოყვა, კოვზირიძემ,  რომ ჩემი სტუდენტები მოვიდნენო და ხვალ ხო არ უნდა მოვიდეთო, ხვალ ხო ის არისო, ბზობა, ბზობა თუ რაღაც

 

-  აა, ჭი... რაღაცა ზიარების...

 

მიხეილ სააკაშვილი: წმინდა მიქაელის მარჯვენა ფეხის მარცხენა....

 

კახა ბენდუქიძე: ჩვენ ხო ლექციას არ ჩაგვიტარებთო...

 

-  და თამუნამ ხო იცი, არაო, მე ვატარებო...

 

- არა, ჩვენც რაც უფრო ისეთი ვიქნებით...

 

მიხეილ სააკაშვილი: სხვათაშორის, ეს ერთ-ერთი კონცეფცია, რაც უნდა იყოს, როცა ბევრი რაღაცა ამუშავდება შედარებით, უნდა ვთქვათ, რომ ვაუქმებთ უქმე დღეებს და დანარჩენი ის...

 

-  ეგ არ იქნება......... არანაირად. ეგრე უქმე დღეები მეც მინდა.

 

-  არა, სხვა უქმე დღეები იყო ჩვენ დროს...

 

კახა ბენდუქიძე: კაი, რვა მარტი რა უბედურებაა და...

 

მიხეილ სააკაშვილი: არა, კაცო, არა, რელიგიურ დღესასწაულებზე...

 

-  არა, რელიგიურ დღესასწაულებზე ჩვენ თვითონ.......

 

-  პრემიებს ვარიგებთ რელიგიურ დღესასწაულებზე, ხო? რატომ?

 

-  წმინდა გიორგის გარდა, როდის ვარიგებთ?

 

-  უმრავლესობაზე ვარიგებთ, აღდგომა, მარიამობა...

 

-  მე არ ვაძლევ არც მარიამობაზე და არც...

 

მიხეილ სააკაშვილი: წმინდა გიორგი ერთადერთი წესიერი კაცია მანდ

 

-  სასტავში?

 

მიხეილ სააკაშვილი: ხო

 

-  და წმინდა გიორგიზეც ვაძლევთ რევოლუციის გამო...

 

- რევოლუციის გამო ხო...

 

მიხეილ სააკაშვილი: ცხენზეა და შუბია და რაღაცა.

 

- ვაფშე რა, მარიამობა და არა ის...

 

- მარა ჩინეთიდან გვაქვს სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ, ეს დრაკონს... ჩინელებში დრაკონი არის ყველაზე წმინდა და სწორი ცხოველი და მაგათ დამისვეს ერთხელ კითხვა, ერთხელ რომ ჩამოვიკიდე ის და „ვაი დის მონსტრ იზ კილინგ დის ბიუთიფულ ენიმალ?“ (why this monster is killing this beautiful animal?)

 

 

 

https://www.facebook.com/profile.php?id=100013589658012&__mref=message










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner