logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: თუ სანდრა არ მოვა პოლიტიკაში, მაშინ აღარავისთვის საჭირო აღარ იქნება, აღარც მიშასთვის და აღარც გრიშასთვის
- +

4 ოქტომბერი. 2016. 15:00



 უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ სანდრა არ მოვა პოლიტიკაში, მაშინ აღარავისთვის საჭირო აღარ იქნება, აღარც მიშასთვის და აღარც გრიშასთვის.



დღეს სანდრას სისხლხორცეულად სჭირდება, თავისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, თავისი არჩევანიდან გამომდინარე, რომ არ აღმოჩნდეს თამაშგარე. თუ თამაშგარე აღმოჩნდება, ის აღარავის დასჭირდება. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს, იყოს მოთამაშე ფიგურა, რომ ვიღაცას დასჭირდეს.

თუ ის არ მოვა პოლიტიკაში, მაშინ აღარავისთვის საჭირო აღარ იქნება, აღარც მიშასთვის და აღარც გრიშასთვის. ამიტომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ მასაც აწყობდა. მაგრამ ვნახავთ, წაგების შემთხვევაში სად წავა სანდრა, სად აქვს მას წასასვლელი.

 

დესტაბილიზაცია უფრო ფართო ცნებაა, მათ კი შეუძლიათ მხოლოდ ხულიგნური და დებოშური სიტუაციების შექმნა, რაც ვერანაირ სერიოზულ ამინდს ვერ შექმნის ვერც არჩევნების დროს და ვერც არჩევნების მერე. ეს არ არის 2003 წლის შევარდნაძის ძირმომპალი რეჟიმი, რომელსაც შეიძლება, ძალის გამოყენებით დაემუქრო", - აცხადებს კაკაბაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner