logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: მსურს, სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ ეს შევძელით
- +

4 ოქტომბერი. 2016. 15:27

 


შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს ახალი ქვედანაყოფის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ცენტრის გახსნას უწყების ისტორიაში განსაკუთრებული ეტაპი უწოდა და განაცხადა, რომ მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, შსს-ს მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოხდება.



ჩვენ ერთად შევაბიჯებთ ფეხს შსს- ახალ ცენტრში, ტექნოლოგიების ცენტრალურ ჰაბში, რომელიც საუკეთესო დასავლური გამოცდილებისა და სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა. დღეს შსს- ისტორიაში განსაკუთრებული ეტაპი იწყება. ჩვენ ახლა ვდგევართ უპრეცედენტო რეფორმის სათავეებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, უწყების მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოხდება. არსებითად იცვლება საპოლიცო საქმის მეთოდოლოგია. ჩვენ ვიწყებთ თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას, უკვე რეალურ დროში. ეს იყო ძალიან ამბიციური პროექტი, თუმცა პრემიერ-მინისტრისა და ჩემი გუნდის მხარდაჭერით, მსურს სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ ეს შევძელით. სამინისტროს ემატება ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც ამავდროულად აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იქნება თითოეული თქვენგანისთვის", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს, თუმცა საქართველოს ანალოგი არცერთი არაა.



ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთის და გამოვლენის საქმეში თანამედროვე მიდგომაა. ჩვენს მიერ შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ზუსტი ანალოგი არცერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს. იგი იმითაა უნიკალური, რომ მულტიფუნქციურია და რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას ერთდროულად ფარავს, უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას. ეს ნოვაცია საშუალებას მოგვცემს, რეალურ დროში მოხდეს დანაშაულზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია. მოსახლეობაში გაზრდის უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხს, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი. ამასთან სისტემა იძლევა გზებზე სატრანსპორტო რეგულაციის, ავტოსაგზაო დარღვევებზე დროულად რეაგირების საშუალებას. ჩვენ ველით და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ცენტრის შექმნის შემდეგ, ქვეყანაში დანაშაული მნიშვნელოვნად შემცირდება", - განაცხადა მღებრიშვილმა.

 


როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ცენტრის გახსნასთან ერთად იწყება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმის საპილოტე პროექტი საქართველოს სამ ქალაქში.



ამ პროექტმა უნდა ჩაანაცვლოს სტატისტიკაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდანაა საპოლიციო საქმიანობის საზომი. პროექტის სრულად ამოქმედების შემდეგ ჩვენი პოლიცია დანაშაულის შედეგებთან მებრძოლი ძალიდან, გარდაიქმნება დანაშაულის მიზეზების აღმოფხვრაზე მომუშავე ძალად. თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და რისკების ფონზე, საფრთხეების პრევენციისთვის ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ შსს აღნიშნულ რეფორმას იწყებს. ჩვენი არჩევანი ინოვაცია და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა", - განაცხადა შს მინისტრმა და მასშტაბური პროექტის განხორციელებაში, უწყებისა და ცენტრის ყველა თანამშრომელს წამრმატება უსურვა.



ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შს მინისტრმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გახსნა.

გიორგი მღებრიშვილმა პრემიერ-მინისტრს და მოწვეულ სტუმრებს „21-ე საუკუნის პოლიციის კარის ერთად გაღებისთვის" მადლობა გადაუხადა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner