logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ ახვლედიანს ფინანსური უზრუნველყოფა შესთავაზა
- +

4 ოქტომბერი. 2016. 15:30

 

 

„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფის შეთავაზება რეალურად იყო მამუკა ახვლედიანთან.



თუმცა გვარამია ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ქრთამზე საუბარი მისი შეფასებით, აბსურდულია. 



მე იქ ვიყავი შეხვედრაზე, როგორც მედიის წარმომადგენელი. გუშინვე განვმარტე, რომ ადამიანებს, რომლებიც სისტემური დანაშაულის მხილებას აპირებენ, მედიამ რომ შესთავაზოს პირადი უსაფრთხოება და ასევე მატერიალური უსაფრთხოება, ეს არის ნორმალური პრაქტიკა ყველგან, მათ შორის ჩვენთან. ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენი მხრიდან", - განაცხადა გვარამიამ



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner