logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: გაიცანით! ეს მიხეილ სააკაშვილია! საქართველოს მოღალატე!
- +

4 ოქტომბერი. 2016. 16:28



„ეს მიხეილ სააკაშვილია! საქართველოს მოღალატე! "- წერს ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

 

 

„ეს არის თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში ნულოვანი ტოლერანტობის დამფუძნებელი!

ეს არის ზურაბ ჟვანიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მკვლელი!

ეს არის ზუგდიდში მომხდარი და ვიდეოზე ასახული წამებების და გაუპატიურებების დამკვეთი. ის „ადამიანი", რომელიც ამ კადრებს უყურებდა და სექსუალურ კმაყოფილებას იღებდა!

ეს არის გირგვლიანის მკვლელის, თაკო სალაყაიას და ბაჩანა ახალაიას მფარველი!

ეს არის ოფშორში რეგისტრირებული ანგარიშების მფლობელი, სადაც ქართველი ხალხისთვის ჩამორთმეული და გაყიდული ქონებიდან შემოსული თანხები ირიცხებოდა!

ეს არის ნარკომანი!

ამ კაცმა ჩაატარა აღლუმი სისხლიან რუსთაველზე!

ეს არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც ცდილობს ჩვენი არჩევანის გაყალბებას და უკრაინიდან სამარცხვინოდ გამოძევებული, ქართველების სისხლით შეღებილ ქუჩებში შემობიჯებას!

ეს მიხეილ სააკაშვილია! საქართველოს მოღალატე!" - წერს ხათუნა ხოფერია „facebook"-გვერდზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner