logo_geo
eng_logo
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეში სავარაუდო ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა
- +

4 ოქტომბერი. 2016. 17:05



ალექსანდრე ინდუაშვილის შვილის განცხადებით, ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც 2 დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, რამდენიმე წუთის წინ პოლიციას ჩაბარდა.



ოჯახის ინფორმაციით, ინდუაშვილი ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება.



შსს-ს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.



გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი ორი დღის წინ გაუხსნეს.

დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner