ალექსანდრე ინდუაშვილის შვილის განცხადებით, ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც 2 დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, რამდენიმე წუთის წინ პოლიციას ჩაბარდა.
ოჯახის ინფორმაციით, ინდუაშვილი ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში იმყოფება.
შსს-ს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი ორი დღის წინ გაუხსნეს.
დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.