logo_geo
eng_logo
დამასკოში რუსეთის საელჩო ნაღმტყორცნებით დაცხრილეს
- +

4 ოქტომბერი. 2016. 17:32



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე რუსეთის საელჩო ნაღმტყორცნებით დაცხრილეს.



უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი ნაღმი საელჩოს ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კომპლექსთან აფეთქდა, კიდევ ორი კი - დიპლომატიური მისიის სიახლოვეს.



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სროლა გახსნეს დამასკოსთან მდებარე დასახლებულ პუნქტ ჯობარიდან, რომელსაც ამჟამად ორი ექსტრემისტული დაჯგუფება აკონტროლებს.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner