„მაესტროს" კრედიტორთა პოზიციის გათვალისწინებით შპს „სტუდია მაესტროს"" გაკოტრების პროცესი შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
საქალაქო სასამართლოში „მაესტროს" კრედიტორთა კრება დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყო. არხის გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ კრედიტორებს ყველა ვალის დაფარვის პირობა მისცა.