logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: არ გირჩევთ!
- +

4 ოქტომბერი. 2016. 19:09



ხალხს ნუ აშანტაჟებთ, ნუ ანერვიულებთ და ყველაფრის იმედს ნუ უკარგავთ, თორემ ღმერთი 9 ოქტომბერსაც მოგვასწრებს და მერე, არჩევნებისაც და მისი მომყოლი აქციების შედეგიც, ორივე ერთად დათვალეთ!" - წერს ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში.



არ გირჩევთ!

რას და, არჩევნებიდან მეორე დღეს (ტელოგრეიკა" არავის შემოახიოთ) ქუჩაში გამოსვლას რომ აპირებთ - იმას!

...პარლამენტში თუ ვერ მოვხვდით, ზნაჩიტ" გაყალბებულია არჩევნებიო..."

კაი კაცო?!

მე რომ თქვენი მტერი ვიყო, იმას არ გეტყოდით, რასაც ახლა ვაპირებ!

1. ხმის მიმცემი კი არა, ხმის გამცემი გენატრებათ!

2. ისე ხართ ნაცებისგან შემოგდებული ეგზიტპოლების" ეშხში შესული, რომ მართლა გჯერათ ილუზიური პროცენტების.

3. მეგობრულად მინდა გირჩიოთ, რომ ჩაიხედოთ დაწყებითი კლასების არითმეტიკის სახელმძღვანელოში და მაშინვე გაგეხსნებათ გონება!

4. არჩევნები რომ არავის გაუყალბებია, ამას მაშინ დაინახავთ, როცა...

იმ აქციაზე, თქვენ რომ აპირებთ, ყველასგან მოძულებული მიცვალებულის პანაშვიდივით სამი" კინკილა კაცი მოვა, სულ და კიდევ ერთხელ მოგეჭრებათ თავი.

თქვენ რომ გგონიათ, რაიმე იცით - ცოტა ჩვენც გაგვეგება რაღაც!

გაყალბება კი არა,ბოროტი ენები" იმასაც ამბობენ: რეალური რეიტინგების შემხედვარე ხელისუფლება იმას ჩალიჩობს, რომელიმე თქვენგანი როგორმე შეიყვანოს პარლამენტში, რომ მერე სალაპარაკოდ არ იქცეს: ქართველოს ხელისუფლებას პარლამენტში ოპოზიცია არ ჰყავსო!

პირადად მე არც მაგ პრობლემაზე ფიქრით მიტყდება ძილი.

ხალხს ნუ აშანტაჟებთ, ნუ ანერვიულებთ და ყველაფრის იმედს ნუ უკარგავთ, თორემ ღმერთი 9 ოქტომბერსაც მოგვასწრებს და მერე, არჩევნებისაც და მისი მომყოლი აქციების შედეგიც, ორივე ერთად დათვალეთ!

ერთსაც გირჩევთ: ხალხს ცუდად ნუ ეხუმრებით და ეგ თვლა ნაცებთან ერთად არ მოუწიოს ვინმეს!" - წერს ხაჩიძე „facebook"-გვერდზე.

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner