logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობა“ - ეს არის ბოროტთა შეთქმულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის წინააღმდეგ!“
- +

4 ოქტომბერი. 2016. 19:12



„ნაციონალური მოძრაობა" -ეს არის ბოროტთა შეთქმულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის წინააღმდეგ!" - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში.



„2003 წლიდან ხომ ვუყურებ, ვაკვირდები, ვუსმენ „ნაციონალურ მოძრაობას", მის იდეოლოგებს, ლიდერებს, თითქოს, არც არაფერია ამ ბოლოდროინდელ ჩანაწერებში განსაკუთრებული, უჩვეულო, რასაც ესენი არ იტყოდნენ, არ იფიქრებდნენ, არ დაგეგმავდნენ. ავადსახსენებელი ციხის კოშმარის შემდეგ ხომ, საერთოდ რაღამ უნდა გაგვაკვირვოს?! ვეძებ და ვერ ვპოულობ ზუსტ შეფასებას, რთულია, სახელი დაარქვა ამ ძალას, მათ ქმედებებს, ეს ფაშიზმიც აღარ არის, უფრო მეტია! „ნაციონალური მოძრაობა" -ეს არის ბოროტთა შეთქმულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის წინააღმდეგ! ჩვენ ერთად უნდა მოვერიოთ ამ ბოროტებას, ერთხელ და სამუდამოდ, 8 ოქტომბერს, ყველგან, სადაც საქართველოა!" - წერს მანანა კობახიძე „facebook"-გვერდზე.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner