logo_geo
eng_logo
რატომ აგინა სააკაშვილმა ადეიშვილს დედა - ვასილ მაღლაფერიძე განცხადებას აკეთებს
- +

4 ოქტომბერი. 2016. 19:14



„ერთხელ, ჩემი თანდასწრებით, ადეიშვილს, პირდაპირი მნიშვნელობით, დედა აგინა...", - ამის შესახებ პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე გაზეთ „ვერსიას" ესაუბრა. მაღლაფერიძის თქმით, აღნიშნული ფაქტი არაერთხელ მომხდარა.


„ეს არაერთხელ მომხდარა... ეს მისი სტილი იყო...

 

კონკრეტულ საკითხზე შევედი და ვუთხარი, გაუგებარი თემები ხდება და პროკურატურა ერევა-მეთქი და აგინა, თუმცა შემდეგ იგივე გაგრძელდა იმიტომ, რომ ქვეყანა უკვე ამ რელსებზე იყო გადაყვანილი..." - განაცხადა მაღლაფერიძემ.


ჟურნალისტის კითხვას, ემორჩილებოდა თუ არა პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს, მაღლაფერიძემ შემდეგნაირად უპასუხა:

 

„როგორ არ ემორჩილებოდა?! პროკურატურამ სიღნაღი და გუდაური კი არ უნდა აშენოს, არამედ, საქმეები გამოიძიოს. მივედი და ვუთხარი, დუშეთის წყალზე ფული რომაა გამოყოფილი, პროკურატურამ ეს ფული ამოიღო და მეუბნება, გუდაურს უნდა მოვახმაროო. მიშამ უთხრა, ხომ არ გადაირიეთო, მაგრამ იგივე გაგრძელდა..." - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner