logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მიხო, შენ მაღალი კი არა, უბრალოდ, გრძელი ხარ!
- +

4 ოქტომბერი. 2016. 20:04



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ჰეროკრატიასთან" დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


მიხეილ სააკაშვილი ამბობს, გოგა ხაინდრავას ფილმში ჩემი განმასახიერებელი მსახიობი ბიძინა ივანიშვილზე დაბალია, მე უფრო მაღალი ვარო.

 

ერთხელ ნაპოლეონი თავის გენერლებთან ერთად დგას და ჭოგრიტით ბრძოლის ველს გაჰყურებს. ერთი აწოწილი გენერალი მიუახლოვდა და ეუბნება: მომეცით ჭოგრიტი, მე უფრო მაღალი ვარ, ბრძოლის ველზე რა ხდება, უკეთესად დავინახავო. ნაპოლეონმა მიუგო: შენ მაღალი კი არა, უბრალოდ, ჩემზე გრძელი ხარ!

 

ჰოდა, მიხო, შენ მაღალი კი არა, უბრალოდ, გრძელი ხარ!", - წერს ზედელაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner