logo_geo
eng_logo
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება
- +

4 ოქტომბერი. 2016. 20:16



„რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება.


სხდომა ხვალ,  10:00 საათისთვის არის ჩანიშნული.


„5 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა, მედიით გავრცელებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით", - აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.


შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში „რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner