logo_geo
eng_logo
ოთო აბესაძე: იმედია, ხვალ ძალიან ცოტა მანიაკალური აზროვნების ადამიანს ვიხილავთ
- +

4 ოქტომბერი. 2016. 20:36



მეგობრებო, კარგად დაფიქრდით, ძალიან კარგად დაფიქრდით, სანამ ხვალ ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მიხვალთ", - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" წევრი ოთო აბესაძე.


თქვენი იქ მისვლით პირდაპირი მნიშვნელობით მხარს დაუჭერთ იმ კერძო სექტორის დატერორებას, სადაც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები მუშაობენ. თქვენი იქ მისვლით მხარს უჭერთ თქვენი ძალიან ბევრი ნაცნობის დაპატიმრებას, დარბევას და წამებას. თქვენი იქ მისვლით მხარს უჭერთ თქვენი ოჯახის და გარშემომყოფების სიტყვის, არჩევანის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. თქვენი იქ მისვლით მხარს დაუჭერთ ეკლესიების "კამაზით" შენგრევას. თქვენი იქ მისვლით მხარს დაუჭერთ მამაკაცის "კასტილებით" გაუპატიურებას. თქვენი იქ მისვლით მხარს დაუჭერთ მასობრივ ტერორს და პოლიტიკური ნიშნით დევნას. თქვენი იქ მისვლით მხარს დაუჭერთ მილიარდიან საპროცესო გარიგებებს და ასეულობით ათას ახალ პრობაციონერს. თქვენი იქ მისვლით მხარს დაუჭერთ პოლიტიკურ ტერორს და რეკეტს. თქვენი იქ მისვლით მხარს დაუჭერთ ბიზნესების ახევას და რაც მთავარია, თქვენი იქ მოსვლით მხარს დაუჭერთ მიხეილ სააკაშვილს.

 

იმედია ხვალ ძალიან ცოტა მანიაკალური აზროვნების ადამიანს ვიხილავთ...", - წერს აბესაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner