„ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ შიდადაპირისპირებაზე საუბრობს უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე. მისი თქმით, ინფორმაციები შიგნიდან ჟონავს.
მჟავანაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთ ჩართვაში, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა ბოკერიამ, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უშვერი სიტყვებით გალანძღა.
„ნაციონალებს" ტოვებენ ყოფილი წევრები და ახდენენ ტირაჟირებას. გემი რომ არ იძირებოდეს, ამდენი ადამიანი არ დატოვებდა პარტიას. მიხეილ სააკაშვილის ბოლო ჩართვის დროს, სადაც საუბრობს, რომ ხალხი გამოიყვანეთო, უშვერი სიტყვით გალანძღა ბოკერიამ სააკაშვილი, თუ მაგარი ხარ მოდი და შენ გამოიყვანეო. სააკაშვილი ითხოვს, ხალხის გამოყვანას ქუჩებში, ეს ინფორმაციები ჟონავს. შიდადაპირისპირებაა პარტიაში. რადგან ეს პარტია გაკოტრებულია თავის გადარჩენას ცდილობს ბევრი", - განაცხადა მჟავანაძემ „ტვ პირველის" ეთერში.