„ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ.
,,გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექსპეტ-კრიმინალისტების ჯგუფი, შევეცდებით საქმეზე უახლოეს მომავალში დავადგინოთ ჭეშმარიტება" - განაცხადა შსს მინისტრის პირველმა მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა.
მისივე თქმით, დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებიც გადაყვანილი არიან სტაციონარში.