logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკომ დაზარალებული პაციენტები მოინახულა
- +

4 ოქტომბერი. 2016. 23:13



დავით სერგეენკო „ინგოროყვას კლინიკაში" მივიდა, სადაც აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეა გადაყვანილი.


მიუღებელია, მით უმეტეს ის, რომ დაზარალებულები არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავის საქმეს, შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები. რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, დასაგმობია და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიონ ეს საქმე",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, რომელმაც „ინგორყვას კლინიკაში" ერთ-ერთი დაშავებული მოქალაქე მოინახულა.


მისივე განცხადებით, ამ წუთის მონაცემებით არის ოთხი დაზარალებული, ორი მათგანი იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში. ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მას ამ წუთებში უტარდება ოპერაცია. დანარჩენებს აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. სერგეენკომ სამი პაციენტი მოინახულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner