logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: გამახსენდა „თავისუფალი ზონის" წევრების განცხადებები, რომ იქნებოდა მანქანების დაწვა
- +

4 ოქტომბერი. 2016. 23:59


 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა. პარლამენტარმა იმედი გამოთქვა, რომ მომხდარს  პოლიტიკური სარჩული არ დაედება.


კარგია, რომ ჯანმრთელად არის ბატონი თარგამაძე. რაც შეეხება ფაქტს, ეს უნდა მივანდოთ საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც დაადგენენ.

 

იმედს ვიტოვებ, რომ პოლიტიკური სარჩული არ მოჰყვება ფაქტს და არ იქნება მცდელობა იმისა, რომ მოხდეს სცენარის შექმნა. ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში კადრები, რომელიც თავის დროზე გვახსოვს - ხურჩაში დადგმული სცენარი, ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები "თავისუფალი ზონის" წევრებისგან, რომ იქნებოდა მანქანების დაწვა.

 

არ მინდა, ვიფიქრო, რომ ამდაგვარი რამ ხდება. გამოძიებას მივანდოთ ეს საქმე და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები", - განაცხადა ბესელიამ „მაესტროს" ეთერში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner